პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია უჭერს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ბაღდათში გამართა.
„ვიზრდებოდი გარემოში, სადაც ყველას სწამდა, რომ საქართველო კვლავ იქნებოდა დამოუკიდებელი. ამან ჩემში დიდი კვალი დატოვა, რომ ისევ შევძლო, ქვეყანას რამე ჩემი მივუტანო", განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ რთულია, პატარა ქვეყანამ გლობალურ სამყაროში თავისი ადგილი დაიმკვიდროს.
„გადავრჩებით, როცა გვეცოდინება, სად არის ჩვენი ადგილი. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ და საით მივდივართ“, თქვა ზურაბიშვილმა ბაღდათში, კულტურის სახლში გამართული შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.