როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადი ინტერესი აქვს და მას ფულის მიღება უნდა მარიხუანას ბიზნესიდან, ეს არის ტყუილი, – განაცხადა კობა დავითაშვილმა „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის საკითხის გარშემო მიმდინარე დისკუსიისას, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა, თუმცა „იურიდიულად“ დაიცვა და თქვა, რომ ყოფილ პრემიერს არანაირი პირადი ინტერესი არ ამოძრავებს მარიხუანას ექსპორტზე გატანის კუთხით.
„მე კარგად ვიცნობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ის არის ბიზნესმენი და ადამიანებს ყოფს კატეგორიებად და მისთვის უმაღლესი კატეგორია, ეს არის ბიზნესმენი და დანარჩენი ყველა სხვა ბევრად ქვევით დგას. მას აქვს ე.წ. კლასობრივი სოლიდარობა ბიზნესმენებთან. არ ესმის სხვათა შორის ბატონ ბიძინას, რომ სხვა ბიზნესმენებს მის მიმართ არანაირი კლასობრივი სოლიდარობა არ აქვთ და მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ოცნებობს სააკაშვილის დროის დაბრუნებაზე, როდესაც მას ჰქონდა ისეთი მონოპოლია, როცა სააკაშვილი უზრუნველყოფდა მის რეიდერულ ჩაყლაპვებს სხვა კომპანიების, როდესაც ბანკებს ჰქონდათ არაპროფილური საქმიანობის უფლება და ნაცვლად საბანკო საქმიანობისა, უბრალოდ ხელში იგდებდნენ მომგებიან ბიზნესებს. მას არ ესმის, ბატონ ბიძინას, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ესა, და ჩავარდა ეკონომიკური განვითარება ქვეყნის. საქართველოს მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ესეთი გამოცდილი ბიზნესმენი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ქვეყანას ააყვავებდა, ფეხზე დააყენებდა ეკონომიკურად. თვითონ ბიძინა ივანიშვილმა აღიარა თავის ინტერვიუში, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას თუ პოლიტიკურ უფლებეს ძალიან ჩამორჩა ეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკა გვაქვს ძალიან ქვედა დონეზე და თუ ჩვენ არ ავამაღლეთ ეკონომიკური მაჩვენებლები, ჩვენს დემოკრატიას საფუძველიც არ ექნება ეკონომიკურად“, განაცხადა კობა დავითაშვილმა და დასძინა, რომ თავად ივანიშვილს არანაირი პირადი ინტერესი არ ამოძრავებს მარიხუანას ექსპორტზე გატანის კუთხით, უბრალოდ, აქვს იმის ილუზია, რომ ამ გზით ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება შესაძლებელი.
„მას არ აქვს პირადი ბიზნესი, ძალიან ხშირად მიდის... მე მინდა გავაკრიტიკო ის, მაგრამ იურიდიულად დავიცვა. როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადი ინტერესი აქვს და მას ფულის მიღება უნდა ამ ბიზნესიდან, ეს არის ტყუილი – ამ ადამიანს უამრავი ფული აქვს დახარჯული ამ ქვეყანაში საქველმოქმედო მიზნებით – ეს ტყუილია, მაგრამ მას აქვს ილუზია, რომ ამ გზით, ქვეყნის ეკონომიკას აწევს, ანუ ბიუჯეტს... სახელმწიფო მონოპოლია იქნება მარიხუანაზე, ასეა საუბარი. არის ორი მოსაზრება, რომ ლიცენზია გაყიდონ, თუ პირდაპირ სახელმწიფო მონოპოლია გამოაცხადონ და უფრო იხრებიან სახელმწიფო მონოპოლიისკენ და მთელი ეს მოგება მიიღოს სახელმწიფომ. მაგრამ, მინდა ვთქვა, თავის დროზე ერთმა რომაელმა იმპერატორმა თქვა, რომ ფულს სუნი არ აქვსო. მარიხუანას გაყიდვით მიღებულ ფულს აქვს სუნი და ეს ფული ყარს და არ შეიძლება და არ გვსურს ჩვენ, არანაირ ფასად, ეკონომიკის განვითარების ფასად, ამის ლეგალიზება და ეს კანონი ვერ გავა. ეს კანონი არ გავა, რადგან უმრავლესობის დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონს მხარს არ დაუჭერს“, აღნიშნა კობა დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.