ვაპირებ, რომ სამხედრო ბაზები, რომელიც ერთხელ უკვე გავიყვანე საქართველოდან, ხელახლა გავიყვანო ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, - განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.
„მე ვიზრდებოდი გარემოში, სადაც ყველას სწამდა, რომ საქართველო კვლავ დამოუკიდებელი იქნებოდა. ამან ჩემზე დიდი კვალი დატოვა. რთულია, პატარა ქვეყანამ გლობალურ სამყაროში თავისი ადგილი დაიმკვიდროს, თუმცა, მე ვიცი, როგორ უნდა წარმოვარჩინო ჩვენი ქვეყანა, ვიცი, როგორ დავიცვა იგი და ვაპირებ, რომ სამხედრო ბაზები, რომელიც ერთხელ უკვე გავიყვანე საქართველოდან, ხელახლა გავიყვანო ოკუპირებული ტერიტორიებიდან და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ამას მისი პრესსამსახური იტყობინება.
მისი თქმით, იგი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ხმას ყველგან მიიტანს.
„მინდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყოს გამჭვირვალე. ამისათვის იარსებებს ცხელი ხაზი და ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს საკუთარი პრობლემა პრეზიდენტამდე მიიტანოს. არჩევნების შემდეგ, თქვენთან ერთად ვიმუშავებ და ერთად გავიაზრებთ, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის ქმედებები, როგორ მივუტანოთ მთავრობას და პარლამენტს ჩვენი სათქმელი. ამ მხრივ მე ხელისუფლებასთან თქვენი ელჩი ვიქნები“, აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების დასაქმებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე გაამახვილა.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ და ჰქონდეთ პერსპექტივა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ახალგაზრდებს, ამ მხრივ ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ეს ჩვენი საერთო საქმე და მომავალია“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შაბათს, ხარაგაულის, ზესტაფონისა და ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.