ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას დევიზით, “სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრება“ - შეუერთდნენ.

(ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
დილით ადრე შაბათობაზე ახალქალაქის და ნინოწმინდის ცენტრალურ ნაწილებში და განსაკუთრებით კი მუნიციპალიტეტების ისეთ დასახლებებში, სადაც დასუფთავების თვალსაზრისით უფრო მეტი პრობლემებია, ასობით აქტივისტი გავიდა და დასუფთავების სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

აქციაში მონაწილეობდნენ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საჯარო მოხელეები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან, მაღალთმიანი საკითხების კომისიის წევრი ენზელ მკოიანი.

(ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
აქცია საღამომდე გაგრძელდა და დასუფთავდა, როგორც ქალაქების ცენტრალური ნაწილები, ისე გარეუბნები და ასევე სხვა ტერიტორიები, მათ შორის ტყეები.
მსოფლიო დასუფთავების დღე, მსგავსი ფორმისა და შინაარსის აქციებით, 150 ქვეყანაში დევიზით „მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის“ იმართება და დილის 10 საათიდან 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს ყველა სასაათო სარტყელს მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.