რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ჯავახეთში „ახალქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნა. ახალქალაქს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ესტუმრა და ჯავახეთის მოსახლეობას „ახალქალაქობა“ მიულოცა.
ღონისძიებას გუბერნატორთან ერთად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანინი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირ ირიციანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ახალქალაქელებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, „ახალქალაქობა 2018“ ახალქალაქის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი და კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის, ასევე ფოლკლორული კონცერტი. სახალხო დღესასწაული ფერების ფესტივალით დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.