ქრთამის აღების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას დაკითხვა მიმდინარეობს
16-09-2018, 16:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას და მისი ყოფილი მოადგილის, გია გულორდავას დაკითხვის შემდეგ, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას დაკითხვა მიმდინარეობს.

 


როგორც მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია ამბობს, იმ ჩანაწერში, რომელიც მან გამოძიებას გადასცა, ლევან შონიას გვარიც ფიგურირებს.

 


ამავე ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული უძრავი ქონების მიღებაში დახმარებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიას ათი ათასი დოლარი გადაუხადა.

 


„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, პარალელურად, ამ საქმეზე გამოკითხვები მიმდინარეობს ზუგდიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც ცოტა ხნის წინ მივიდა ლევან შონიას ყოფილი მოადგილე დავით კოდუა.

 


„1 არხის“ ინფორმაციით, უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა დღეს დილით დაკავებული ზაზა ხასაიას მეუღლე. ზაზა ხასაია გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობარია. ის წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებებში მუშაობდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ხასაიას მეუღლემ, ხათუნა ფიფიამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

 


ამ წუთებში კი ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას დას კითხავენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი