არჩილ თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით ყველა არგუმენტი შეჯერებული იყოს
16-09-2018, 17:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით ყველა არგუმენტი შეჯერებული იყოს, ხოლო გადაწყვეტილება – კონსენსუსით მიღებული.

 


„ახლა სიტყვა პარლამენტზეა. ისეთი ნარკოპოლიტიკა გვჭირდება, რომელიც ახალ თაობას ნარკოტიკების ზიანისგან დაიცავს და ცხოვრების ჯანსაღი წესი უფრო მეტად მხარდაჭერილი იქნება. რაც შეეხება ცვლილებების იმ ნაწილს, სადაც საუბარია კანაფის წარმოებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა არგუმენტი შეჯერებული იყოს. საზოგადოებასთან მაქსიმალურად გახსნილი მსჯელობა უნდა იყოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსით იქნება მიღებული. როცა ეკონომიკურ ნაწილზე ვსაუბრობთ, საზოგადოების ყველა ჯგუფის კითხვას გაეცემა პასუხი და მათი პოზიციები გათვალისწინებული იქნება. დარწმუნებული ვარ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იქნება. დრო საკმარისია იმისათვის, რომ საკითხზე ვიმსჯელოთ. კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან იქნება, გადაწყვეტილება სასწრაფოდ მისაღები არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს.

 

 

კობახიძის თქმით, მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი განიხილავს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება, ხოლო კულტივაცია-რეალიზაციის არა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი