სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ სუს-ის შენობა დატოვა და გამოკითხვის დეტალებზე საუბარი მედიასთან არ ისურვა
16-09-2018, 17:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე თბილისში, სუს-ის შენობაში იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ დეტალებზე საუბარი არ ისურვა.  

 

 

მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ გამოძიების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.

 


საზოაგდოებრივი მაუწყებლის ცნობით, შონიამ არც უარყო და არც დაადასტურა, რომ გამომძიებლებს კითხვები ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჰქონდათ.

 


როგორც მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია ამბობს, იმ ჩანაწერში, რომელიც მან გამოძიებას გადასცა, ლევან შონიას გვარიც ფიგურირებს.

 


ამავე ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული უძრავი ქონების მიღებაში დახმარებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიას ათი ათასი დოლარი გადაუხადა.

 


„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, პარალელურად, ამ საქმეზე გამოკითხვები მიმდინარეობს ზუგდიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც ლევან შონიას ყოფილი მოადგილე დავით კოდუა იმყოფება.

 


„1 არხის“ ინფორმაციით, უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა დღეს დილით დაკავებული ზაზა ხასაიას მეუღლე. ზაზა ხასაია გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობარია. ის წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებებში მუშაობდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ხასაიას მეუღლემ, ხათუნა ფიფიამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

 


ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას დასაც კითხავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი