საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.
20 სეტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები სენატორებთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება USAID-ის მმართველს, მარკ გრინს, OPIC-ის აღმასრულებელ დირექტორ რეი უოშბერნს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტინ ლაგარდს.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 27 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. მანამდე პრემიერი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
მამუკა ბახტაძე ასევე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ მიღებაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად იმართება.
ნიუ-იორკში ვიზიტისას დაგეგმილია პრემიერის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთან.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის ბიზნესწრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.