ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და ანაკლიის პროექტის ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ დაათვალიერა და ანაკლიაში, ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. გემი „ათენას“ მეშვეობით ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება მიმდინარეობს, რაც მოიცავს ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღებასა და ნაპირზე განთავსებას.
გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პროექტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებს - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებასა და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნას, ასევე საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბებას.
“ანაკლია ჩვენთვის არის ძალიან სერიოზული პროექტი, რომელიც პასუხობს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას. პირველი გამოწვევა ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება და საქართველოს ლოგისტიკურ დერეფნად ჩამოყალიბება. ჯერჯერობით, ეს ხდება არასაკმარისად და ვითარდება არადამაკმაყოფილებელი ტემპებით. ანაკლიის პროექტი შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში და კონკურენტული მარშრუტებიდან საქართველოში სხვა ტვირთებისა და მოცულობების გადმოტანა მოხდება. გარდა ამისა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ გვინდა საქართველო ჩამოვაყალიბოთ როგორც საზღვაო ქვეყანა, ვინაიდან ამ კუთხით დიდი ტრადიციები გვაქვს და გვინდა ამ ტრადიციების აღდგენა”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ, როგორც ამას ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.