ოჯახური კონფლიქტი ზუგდიდში მსხვერპლით დასრულდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სიძე-ცოლის ძმას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. სიძემ ბასრი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოლის ძმას. გ.შ. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„მამაკაცი საავდმყოფოში მოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. ჭრილობა მიყენებული ჰქონდა ბასრი საგნით გულმკერდის მარჯვენა ნახევარსა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ცხედარი პოლიციის მიერ გადასვენებულ იქნა ექსპერტიზის ბიუროში“, აღნიშნავენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.
შსს-ს ცნობით, მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.