ინციდენტი შვილმოკლული მამების აქციაზე - რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
16-09-2018, 23:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, გაგა კირკიტაძესა და მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

 

აქციაზე მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელს, ლაშა ბერულავას საოკუპაციო ხაზზე გადაღებული ფილმის პროექტორზე ჩვენება სურდა, რისი უფლებაც მას პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა არ მისცა.

 

 

გაგა კირკიტაძის განცხადებით, ფილმის ჩვენება ნებართვის გარეშე აკრძალულია.

 

 

ამის შემდეგ ლაშა ბერულავამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში დარეკა და საქმის გამოძიება სთხოვა. როგორც ბერულავამ განაცხადა, პოლიციის უფროსმა უფლებამოსილებას გადააჭარბა. მისივე თქმით, გაგა კირკიტაძეს არ ჰქონდა უფლება, ფილმის ჩვენება აეკრძალა.

 

 

პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციებს 10 სექტემბრიდან მართავენ. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა და არსებული ხელისუფლების გადადგომაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი