„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი მის მიერ ინიცირებული კანონპროექტზე, რომლითაც იკრძალება თავსაბურავის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრობს. კვიციანის თქმით, მისი ნება რომ იყოს ქართველ ქალებს მანდილის გარეშე ქუჩაში გამოსვლას აუკრძალავდა.
„მე მქონდა საუბარი ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებთან, რომლებსაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოსდა მათ აეკრძალებათ თავსაფრის ტარება, რაც არასწორია. თავსაფარი და რასაც ჰქვია მანდილი, ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ, მაგის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას, ისე უხდება ქალს მანდილი. ეს არის ყველაზე ისეთი თვისება ქალბატონისთვის, როცა მანდილით გამოდის ქუჩაში, ეკლესიაში როგორ შედიხართ ქალბატონები, მართლმადიდებლები, არა? ეს სხვა თემაა აბსოლუტურად, მაგრამ ცდილიოენ ჩვენი ქვეყნის მტრები, რომ ეს შემოგვიტრიალონ საწინააღმდეგოდ... ის ჩადრი, ნიქაბი და ბურკა, წარმოიდგინეთ, თვალდაფარულია სულ ადამიანი, იდენტიფიცირება როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანის, როცა საზღვარზე შემოდის? ეს უსაფრთხოების... მერე კიდევ ვფიქრობთ, ქალბატონი ცოდო არაა?“, განაცხადა ემზარ კვიციანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.