დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის (კიბის) მოწყობა მიმდინარეობს. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 322 504 ლარია, რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.

სამუშაოები 2018 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

„პროექტი ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. გათვალისწინებულია ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი კიბის მოწყობა, მთელი პერიმეტრის განათება, სკამების, გადმოსახედი ტერასების გაკეთება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების დაინტერესებას აღნიშნული ადგილით", აცხადებენ ლენტეხის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.