„ამ ხალხის [სალომე ზურაბიშვილის] არჩევა გიორგი ანწუხელიძეს, რომელაშვილებს, წარმოუდგენელი გმირობით და უამრავ სხვა გმირს, შინდისის გმირებს, მოკლავს ხელახლა“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას.
„გიორგი ანწუხელიძეს, თუ გახსოვთ, აწამებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ აკოცე მიწას და თქვი, რომ სააკაშვილი არის ასეთი და ისეთი და გიორგი ანწუხელიძემ უარი თქვა ამის განცხადებაზე და ამის გამო მოკლეს წამებით - ესენი, ეს ხალხი (რედაქცია: სააკაშვილის ოპონენტები - სალომე ზურაბიშვილი და სხვები) დიდი სიამოვნებით გმობენ - იმიტომ რომ, გიორგი ანწუხელიძეს ესმოდა, რომ იმ შემთხვევაში უმაღლესი მთავარსარდალის დაგმობა, ეს იყო ქართული სახელმწიფოს დაგმობა. ამ ხალხის არჩევა გიორგი ანწუხელიძეს, რომელაშვილებს, წარმოუდგენელი გმირობით და უამრავ სხვა გმირს, შინდისის გმირებს, მოკლავს ხელახლა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ვერ იყო ეს ქალი, ქრებოდა, უცნაურად იქცეოდა სამინისტროს შიგნით, ჩემთან ურთიერთობებშიც იყო უცნაური და იმ შემთხვევაში პარლამენტმა უბრალოდ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოშორების ხელისუფლებიდან... იყო სრულიად არაადეკვატური“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.