ზვიად ძიძიგური: სალომე ზურაბიშვილი ვერასოდეს ვერავინ ვერ მოისყიდა, ვერავინ ვერ შეაშინა, ვერავინ ვერ გადაიბირა
17-09-2018, 14:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„სანამ „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დაუჭერდა მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, „კონსერვატიულმა პარტიამ“ წინასწარ დავუჭირეთ მხარი“, განაცხადა ზვიად ძიძიგურმა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას და დაამატა, რომ ისინი ძველი თანამბერძოლები არიან.

 


„ჩვენ ყველანი ვუპირისპირდებოდით იმ რეჟიმს, რომელმა რეჟიმმაც ძალიან ცუდად დამახსოვრა საქართველოს თავი და რომელი რეჟიმიც არასოდეს არ დაბრუნდება საქართველოში და ვერასოდეს ვერ დაიბრუნებს პოლიტიკური მართვის სადავეებს და თანამბერძოლები ვართ დღესაც, და ნებისმიერი მისი გამოსვლა პარლამენტში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს. ისიც, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, გამომდინარეობს სწორედ მისი ბიოგრაფიიდან, მისი პრინციპულობიდან და იქიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღირსეული კანდიდატია, სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ის კანდიდატი, რომელიც არის ზეპარტიული, რომელსაც შეუძლია იყოს პრინციპული და იმუშაოს ასე. ამიტომ, ეს მხარდაჭერა, რომელიც მმართველი ძალისაგან აქვს ქალბატონ სალომეს, არის დიდი მნიშვნელობის მქონე და სრულიად არ არის შემთხვევით მიღებული გადაწყვეტილება. მე მინდა ხაზი გავუსვა და ვთქვა, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით გაერთაინებული ოპოზიცია, ეს იყო 2007-2008 წლები, ბევრი ოპოზიციური პარტია იყო გაერთიანებული ერთად, ეს იყო ლიდერების გაერთაინება და ლიდერების გაერთიანებამ მაშინ სალომე ზურაბიშვილი დაასახელა პრემიერობის კანდიდატად, რაც იყო ძალიან დიდი პოლიტიკური ნდობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

 


ქალბატონი სალომე იყო მუდმივად პრინციპული. ვერასოდეს, ვერავინ ვერ მოისყიდა, ვერავინ ვერ შეაშინა, ვერავინ ვერ გადაიბირა, ვერავინ ვერ გადაიყვანა თავის რელსებზე მთელი ამ ხნის განმავლობაში და ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ეს არჩევნები არ იყო არჩევნები, 2007-08 წლებში, ეს იყო ბრძოლა წესების გარეშე ხელისუფლების მხრიდან. მუდმივად ცდილობდნენ შეეშინებინათ ოპოზიციის წარმომადგენლები. ბევრი შეაშინეს, მაგრამ ქალბატონი, რომელმაც რუსის ჯარი გაიყვანა, ვერ შეაშინეს ვერც ერთხელ“, განაცხადა ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც მოუწოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.

 

კომენტარები: 2
#2  მანო
      
როგორც შენ არა, ნაძირალა!
17 სექტემბერი 2018 14:00
#1   ლევანი
      
ვაი შენს პატრონს!
17 სექტემბერი 2018 06:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი