ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ
17-09-2018, 14:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ, აცხადებს ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია.

 

 

როგორც გოგიამ „ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ობიექტური გამოძიების პირობებში, სიმართლე უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.

 

 

„მინდა, საზოგადოებას მოთმინებისთვის მადლობა გადავუხადო და ბოდიში მოვუხადო იმ სიცრუის და ფაბრიკაციის ტირაჟირებისთვის, რომლის გაჟღერებაც ბოლო დროს მიზანმიმართულად ხდებოდა....

 

 

ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა – ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

 

 

გადავდექი მერის პოსტიდან, რათა არავის ჰქონდეს კითხვა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით საქმის გამოძიებაზე რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღება და ამომრჩევლის დიდი ნდობის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა საჭირო იყო ჩემი პრინციპებისა და სიმართლის დამტკიცებისთვის.

 

 

როგორც იცით, ამ პროვოკაციის გაჟღერების დროს ჩეხეთში, სამსახურებრივ მივლინებაში, ვიმყოფებოდი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი დღეს, ორშაბათს ვიყავი დაბარებული, თუმცა ჩამოსვლისთანავე ჩემივე მოთხოვნით მივედი სუს-ში. ამ საქმესთან რაიმე სახის მცირე კავშირშიც რომ მქონდეს და თავს დამნაშავედ ვთვლიდე, შემეძლო დავრჩენილიყავი უცხოეთში, თუმცა პირიქით, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საგამოძიებო ინსტიტუტებთან აქტიურად ვითანამშრომლო.

 

 

ვრჩები გუნდში, „ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან ვიყავი და ვიქნები მისი პრინციპებისა და იდეების ერთგული მებრძოლი. აქვე ვაცხადებ, ვრჩები პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ და პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება.

 

 

მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს, ჩემს ამომრჩევლებს, რომლებმაც მომცეს მანდატი, ვყოფილიყავი ჩემთვის საუკეთესო ქალაქის მერი. მადლობა ჩემს თანამშრომლებს ერთად განხორციელებული ამბიციური პროექტებისთვის, მადლობა სამოქალაქო სექტორს, მედიას ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის. მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. დროებით“, განაცხადა ლაშა გოგიამ, რომლის მიმართაც სუს-მა  გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი