„მათ იციან მხოლოდ ერთი რამე, რაც არის საბჭოთა კავშირის დანატოვარი - დასმენა, ტყუილი, შავი პიარი, მოსმენები, მუქარა და მუქარა ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატ პრეზიდენტის მიმართ - მე მგონი, მსოფლიოში არ გამიგია ასეთი რამ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მე მინდოდა ევროპული კამპანია, მინდოდა ზრდილობა და მომავალზე მსჯელობა და ამასაც ვიზამ, მაგრამ თურმე, ჯერ უნდა აირიოს ყველაფერი და ამისი უფლება არ უნდა მოგვცენ იმათმა, ვისაც უნდათ წარსულში დაბრუნება იმ იმედით, რომ თვითონაც დაბრუნდებიან, ცრუ იმედით, ცხადია. მათ იციან მხოლოდ ერთი რამე, რაც არის საბჭოთა კავშირის დანატოვარი - დასმენა, ტყუილი, შავი პიარი, მოსმენები, მუქარა და მუქარა ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატ პრეზიდენტის მიმართ - მე მგონი, მსოფლიოში არ გამიგია ასეთი რამ. არ ვაპირებდი ამ ყველაფერზე პასუხს, რომ არა თქვენ. ახლა დაიწყო ასევე თავდასხმა მხარდამჭერებზე - მათზე ცილისწამება, მათზე მუქარა. გადავწყვიტე, დრო იყო, ეს ყველაფერი დასრულებულიყო ერთხელ და სამუდამოდ და ეს სპეკულაცია ერთად უნდა დავასრულოთ“, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.