რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე სურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან.
„ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და პოზიცია ომთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია, მისი დღევანდელი განცხადებები კი, არაფერს ცვლის.
„ის, რომ ის შეძლება მიხვდა, რომ პოლიტიკურად არასწორია და ახლა უნდა გამოსწორება, რაღაც სიტყვების შეცვლა, ეს არაფერს არ ცვლის. ბოლო წლების განამვლობაში მისი პოზიცია ამ თემებთან დაკავშირებით, ყველასთვის ცნობილია. არაერთხელ უთქვამს მას, თუ ვინ არის დამნაშავე ამ ომში და სამწუხაროდ, ის სწორედ საქართველოს სდებს ბრალს და არა რუსეთს", განაცხადა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის ომი ცხადია რუსეთმა დაიწყო, რადგან რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და არასოდეს საქართველო არ შეჭრილა რუსეთში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.