გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, ზურაბიშვილი, რომელსაც არჩევნებში მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა აქვს, იმ რიტორიკას იყენებს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ.
„მას დაუწერეს ტექსტი და ის ტექსტი წააკითხეს შეხვედრაზე, სადაც მან პირველად თქვა, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი და ომი დაიწყო რუსეთმა, თუმცა, სად წაიღებს გუშინდელ, გუშინწინდელ განცხადებებს ან მის ცნობილ წიგნში დაწერილ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგია.
კვლავ საუბრობს დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილი იყო მაშინდელი ხელისუფლების პირობებში - ეს, შეგახსენებთ, რომ არის პუტინის და მედვედევის რიტორიკა, რომელსაც ისინი იყენებენ მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ", განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურალისტებს.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის ომი ცხადია რუსეთმა დაიწყო, რადგან რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და არასოდეს საქართველო არ შეჭრილა რუსეთში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.