იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაჯითში მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა გახსნეს.
აღნიშნულ სკოლაში ამ ეტაპზე 4 ბავშვი ისწავლის. იქნება 2 კლას-კომლპექტი. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ღირებულებამ 600 000 ლარი შეადგინა.
იმერეთის გუბერნატორმა ახალი სასწავლო წლის დაწყება საჩხერის #3 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა. მხარის რწმუნებული დღეს იმ სკოლაშიც მივიდა, რომლის კურსდამთავრებულიც თავად არის.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის დირექციამ შავლეგო ტაბატაძეს, საპატიო ელჩის ტიტული მიანიჭა.
მხარის რწმუნებულმა ახალი სასწავლო წელი სასულიერო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.