წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
„ჩვენთვის პრიორიტეტია მომავალი თაობა, მათი განათლება. დღეს სხვა სკოლებთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის - გეგუთისა და სოფელ წყალტუბოს სკოლებში ვიმყოფებოდით, რომლებიც დროებით სხვა შენობებში არიან განთავსებული. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა უახლოეს პერიოდში ამ სოფლების ახალგაზრდებმა თანამედროვე სტანდარტების სკოლაში შეძლონ განათლების მიღება. მინდა თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს მივულოცო ახალი სასწავლო წელი და ვუსურვო წინსვლა“, განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პირველკლასელებს ნეთბუქები გადასცეს.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.