„გლაზგოს უნივერსიტეტმა“, მას შემდეგ რაც ერთწლიანი კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ უნივერსიტეტი ათეულობით მილიონი ფუნტი სტერლინგის ექვივალენტ დონაციას იღებდა მონათმფლობელობისაგან მიღებული მოგების ხარჯზე, „სამართლიანობის აღდგენის“ პროგრამის შესახებ გამოაცხადა, იტყობინება ბრიტანული „გარდიანი“.
კვლევა ამტკიცებს, რომ მუხედავად იმისა, რომ თავად უნივერსიტეტს „მკაფიო ანტი-მონათმფლობელური პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული“, მე-18 და მე-19 საუკუნეებში, ის იღებდა საჩუქრებს და მემკვიდრეობებს იმ ადამიანებისაგან, ვინც მონათმფლობელობასთან იყო დაკავშირებული.
კვლევის შედეგად, უნივერსიტეტი შექმნის მონათმფლობელობის სწავლების ცენტრს. უმაღლესმა სასწავლებელმა ასევე თანხმობა განაცხადა, რომ მონობაში მყოფთა პატივსაცემად უნივერსიტეტში მემორიალი დადგას.
გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორმა და ვიცე-კანცლერმა, ანტონ მუსკატელიმ განაცხადა: „ეს მოხსენება მნიშვნელოვანია გაარკვიო, იღებდა თუ არა სარგებელს უნივერსიტეტი წარსულში. თუმცა კი უნივერსიტეტს არასოდეს ჰყავდა მონობაში მყოფი ადამიანები ან კიდევ არასოდეს ვაჭრობდა იმ საქონლით, რასაც ისინი აწარმოებდნენ, ახლა აშკარაა, რომ ჩვენ ვიღებდით მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას იმ ადამიანებისაგან, ვისი სიმდიდრეც მონათმფლობელობის ხარჯზე იქმნებოდა“.
ანგარიში ასკვნის, რომ უნივერსიტეტმა 16.7 მილიონი ფუნტი სტერლინგიდან 198 მილიონ ფუნტამდე სარგებელი მიიღო და თანხის ოდენობის განსაზღვრა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეუსაბამებ ამას დღევანდელ სავალუტო კურსს. კვლევამ შეისწავლა დაახლოებით 200 შეწირულობა, სტიპენდია და პრიზები, იმის გარკვევის მიზნით, რამდენად ხდებოდა ფულის დონაცია პირდაპირ მონათმფლობელობიდან მიღებული თანხებით, ან ნაკლებად პირდაპირ - მაგალითად თამბაქოს, შაქრის და ბამბის ვაჭრობის მეშვეობით.
კვლევაში ასევე ნაჩვენებია, რომ 1727 და 1838 წლებს შორის, 100-ზე მეტი სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტის „ძველ კოლეჯში“ სწავლობდა, კარიბის კუნძულებიდან იყო და „მათგან უმეტესობა, იმ პლანტატორების და ვაჭრების ვაჟები იყვნენ, რომლებიც მონებს ფლობდნენ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.