ბოდბელი ეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მთავრობის ინიციატივას მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებით, ეხმაურება და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის დაკანონება ნარკობარონების მომრავლებას გამოიწვევს, რაც მისი შეფასებით, სირცხვილია.
მეუფე იაკობი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება, რომელსაც მისი თქმით, 2016 წლიდან „ვეღარ ცნობს", შეცდომას აღიარებს. მისივე შეფასებით, „ეს არამარტო შეცდომა, არამედ საბოლოო ჯამში თუ მივიღეთ, სახელიც დაერქმევათ და მოღალატეები დაერქმევათ, რაც არ უნდა ინოვაციებზე გველაპარაკოს ფინანსთა მინისტრი".
„ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება. სირცხვილია ჩვენი ერისთვის. 2012 წელს მე ვერ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა ასე საუბარი. ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ და ახლა, ძირითადად 2016-დან ვერ ვცნობ ვინ არიან, ვერ ვცნობ პარლამენტშიც ვინც არიან. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ. სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერადაც ყოფილან. შევარდნაძე იყო - უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო - უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა - ქართველი ერი სხვანაირია, შეიქთმება ხოლმე და ბახტრიონშიც იმარჯვებს და აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს.
ერთი რამ მინდა ვთქვა - თუ მაინც თავისი არ დაიშალეს და გაიტანეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტი. პარლამენტში 150 კაცი ავირჩიეთ, არ ვიცი რამდენია დარჩენილი, მაგრამ მე მჯერა, რომ მათში საქართველოს მოწინააღმდეგეს იმდენს ვერ იპოვიან, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება. ნუ დაუპირისპირდებით ერს. ერთი რამ იცოდეთ - ჩვენ, ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს, ვიქნებით იქ. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყნარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ", განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.