აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოლიტიკური დაკავებების, საქართველოს მთავრობის მარცხისა და სხვა თემების შესახებ
26-06-2015, 01:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში გასული წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მხრივ ყველაზე სერიოზულ პრობლემებად ასახელებს ოჯახურ და პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას, მზარდ შეუწყნარებლობას უმცირესობების მიმართ, მუდმივ ხარვეზებს სასამართლო სისტემაში, რაც დაუსრულებელ გამოძიებებს და შეუფერებელ წინასწარ დაკავებებს გულისხმობს.


"სხვა პრობლემები, რაც წლის განმავლობაში დაფიქსირდა, იყო სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა მიერ ძალადობა, ციხის არასტანდარტული პირობები, სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის შესახებ ბრალდებები, ბრალდებები შეუფერებელი ელექტრონული თვალთვალის შესახებ, ოპოზიციონერებზე ზეწოლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, დევნილების არასტანდარტული საცხოვრებელი პირობები, შშმ პირების უფლებები", - აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.


ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობამ მარცხი განიცადა შეექმნა შრომის ინსპექცია, როგორც ეს 2013 წლის შრომის კოდექსით იყო მოთხოვნილი.


პოლიტიკურ დაკავებებზე კი ასეთი რამაა ასახული: "დეკემბრის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ მთავრობამ 45 საშუალო და მაღალი დონის ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, შს ყოფილ მინისტრს და ექსპრემიერ ივანე (ვანო) მერაბიშვილს, შს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩანა (ბაჩო) ახალაიას ბრალი წაუყენა ისეთ დანაშაულებში, როგორიცააა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, სახელმწიფო თანხების მითვისება, ფულის გათეთრება, გამოძალვა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება".

 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ე.წ კაბელების საქმესა და თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადაყენებაზეც.


"ოქტომბრის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ დააკავა და წინასწარ პატიმრობაში მისცა თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. 4 ნოემბერს შვიდმა არასამთავარობო ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროს და სასამართლოს მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე დაასკვნა, რომ "საქმეში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირება რთული იყო". იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაკავებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, პრემიერ-მინისტრმა იგი რამდენიმე საათში გადააყენა. "თავისუფალმა დემოკრატებმა" "ქართული ოცნების" მმართველი კოალიცია დატოვეს", - წერია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმენტის ანგარიშში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი