ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ხელისუფლება მკაცრად გააფრთხილა და ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარიხუანას წარმოება უნდა დაიწყოს, სახელმწიფოებრივი დანაშაული უწოდა.
მეუფე პეტრემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზეც ისაუბრა და მისი თქმით, ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ქართულ კურთხეულ მიწებს განგრენას უწოდებს, გონიერ ქართველ ერს არ სჭირდება. მეუფემ ქართველ ხალხს მოუწოდა, რომ თავისი სინდისის და ნამუსის წინააღმდეგ არ წავიდეს.
„თითქოს ხელისუფლება თუ სახელმწიფო გვთავაზობს, რომ საქართველოში შეიქმნეს წარმოებული ნარკოტიკული საშუალებები და ამით საქართველომ მოიპოვოს მატერიალური კეთილდღეობა. ბოროტებაა მსგავსი შემოთავაზება. ბოროტებაა იმის თქმა, რომ თურმე ბარიგობა არ არის ცოდვა. ცოდვით ნაშოვნი ფული შეიძლება ქვეყნის და ერის კეთილდღეობას...არ გვჭირდება ცოდვილი და სისხლიანი ფული არავითარ შემთხვევაში ქართველ ერს.
ბარიგობა, არ მომერიდება ამ სიტყვის, ტერმინის, ხმარება, ჩემს ბავშვობაში ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო. როგორ შეიძლება ამაზე ფიქრი, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც სხვისი უბედურების ხარჯზე მდიდრდება როგორ შეიძლება რომელიმე ქართულმა ოჯახმა წარმოიდგინოს, რომ მას შეიძლება მატერიალური კეთილდღეობა მოაკლდეს, მაგრამ ის სხვისი სიკვდილის ხარჯზე გამდიდრდეს და მიწიერი კეთილდღეობა მოიპოვოს. ფაქტიურად მსგავსი შემოთავაზება თუ მსგავსი პროექტი იმას ნიშნავს, რომ თითქოს წამლის გაყიდვა არ ყოფილა ცოდვა და დანაშაული სახელმწიფოებრივად.
დარწმუნებული ვართ რომ ქართველი ერი არ დაუშვებს ამას, ქართველი ერი უნდა გათავისუფლდეს მსგავსი მზაკვრობისაგან, მსგავსი ბოროტებისგან, მსგავსი არასახელმწიფოებრივი და არაეროვნული აზროვნებისაგან.
ძალიან საინტერესო სიტყვაა ქართულ ლექსიკონში, დაფრანგული და იცით საიდან იღებს სათავეს? - აი მაშინ მეთვრამეტე, მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოვიდნენ ფრანგი მისიონერები, რომლებიც კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, ატყუებდნენ ქართულ მოსახლეობას, თითქოს ფილოსოფიას ასწავლიდნენ მათ და ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში დაფრანგული უწოდა ანუ გაუკუღმართებული, წამხდარი, მათ აზროვნებას. აი ჩვენ, დაფრანგული ქალბატონი თავისი დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არ დაუშვებს, ღმერთი გაუწყრეს ქართულ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი. გვესმის შეფასება, რომ განგრენა ყოფილა თურმე აფხაზეთი და ცხინვალში არსებული პრობლემა, ეს არის ბოროტება, ეს არის სიძულვილი და მტრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. მე მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ჰერეთი, ტაო-კლარჯეთი და სხვა კიდევ არაერთი კურთხეული ქართული მიწები, ეს არის მხოლოდ ღია ჭრილობა, მოუშუშებელი ჭრილობა ქართველი ერისათვის, რომელიც აუცილებლად გამოჯანმრთელდება და განგრენა ქართველი ერისთვის არის ე.წ. მეხუთე კოლონის არსებობა საქართველოში, განგრენა არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული შეგნება და აზროვნება საქართველოში, განგრენა არის მტრობა, კერპთაყვანისმცემლობა, ფულის გაკერპება, თანამდებობის და პატივის გაკერპება, რომლისაგანც, რა თქმა უნდა, უნდა გათავისუფლდეს ქართველი ერი.
წმინდა ილია მართალი ამბობს, რომ არჩევნები ეს არის... მას თან ახლავს ცოდვა, მადლი, ცოდვისა და მადლის დიდი გარჩევის ასპარეზი. ან სცოდავ შენ შენი არასწორი არჩევანით, ან ე.ი. მადლს მოიპოვებ და მოიხვეჭ შენი სწორი არჩევანით და რა თქმა უნდა, ადამიანმა, რაც არ უნდა მოხდეს, ადმინისტრაციული რესურსი თუ სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მასზე, არასოდეს არ უნდა დაექვემდებაროს ამ ზეწოლას და შენი სინდისის, შენი ნამუსის და შენი გონის წინააღმდეგ საქმე არ უნდა ჩაიდინოს შენმა მარჯვენამ და არ უნდა შემოხაზოს ის, რაც შენს სინდისს და ნამუსს ეწინააღმდეგება“, განაცხადა მეუფე პეტრემ ქადაგებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.