პოსტიდან გადადგომის შემდეგ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კამერებთან გამოჩნდა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კვირიკაშვილი საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. მან მედიას უთხრა, რომ პოლიტიკურ კითხვებს აღარ პასუხობს, რადგან პოლიტიკაში აღარ არის. მისი თქმით, ღონისძიებაზე საფრანგეთის ელჩის მიწვევით იმყოფებოდა.
„ძალიან დიდი ბოდიში, პოლიტიკურ კომენტარებს აღარ ვაკეთებ. პოლიტიკაში აღარ ვარ და არ ვაკეთებ კომენტარებს. მოვედი საფრანგეთის ელჩთან სტუმრად“, განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.