„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მარიხუანას წარმოება-ექსპორტის ინიციატივის გამო აკრიტიკებს.
ბურჯანაძის განცხადებით, ამ ინიციატივის მიზანს „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების გახანგრძლივება წარმოადგენს.
ნინო ბურჯანაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ქადაგებასაც ეხმაურება. ბურჯანაძის თქმით, ეკლესიამ ამის წინააღმდეგ უნდა აღიმაღლოს ხმა.
„ამ ინიციატივის უკან დგას პიარად ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ხელისუფლების სურვილი, რომ სამუდამოდ გაიხანგრძლივონ ხელისუფლება, ხოლო ვინაიდან, ესმით, რომ ეს ამ ვითარებაში შეუძლებელია და დღეს თუ ხვალ, მოქალაქეების პროტესტი აუცილებლად ხმამაღალი გახდება, მათი ამოცანაა, მართლა, უკაცრავად ჟარგონისთვის და „დაბოლებული“ ამყოფონ ნახევარი საქართველო და გაბრუებული და შესაბამისად, ადვილად მართონ.
ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გაოგნებული დავრჩი მისი უწმინდესობის კომენტარითაც. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიამ ნამდვილად უნდა აიმაღლოს ხმა იმის მიმართ, რაც ახლა ხდება. მე არ მჯერა, თქვენო უწმინდესობავ, იმის, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობები უყვარს იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში კანაფის მოყვანას მასობრივად გეგმავს“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.