ვიდეო: მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა მოიხადოს ბოდიში და დაუყოვნებლივ მოხსნას თავისი კანდიდატურა
17-09-2018, 21:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას იმ განცხადებების გამო ითხოვს, რომლებიც მან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. მისივე თქმით, ეს საპრეზიდენტო კანდიდატმა ივანიშვილის დავალებით თქვა. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის განცხადებები ზიანს აყენებს ქვეყანას და მან უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა

 

 

 

 

„ქვეყნის ახალგამოცხადებულმა მთავარმა ბარიგამ, ივანიშვილმა შეუცვალა ტექსტი სალომე ზურაბიშვილს, ამ „კანაფის დედოფალს“ და მოღალატეს და მისი საცოდაობით დავიწვი, ისე ბორძიკობდა, რომ კითხულობდა იმას, რაც არ დაუწერია და აზრზე არ არის, რას კითხულობდა. თითქოს, შეცვალა ნარატივი, მაგრამ არაფერი არ შეუცვლია. თქვა, რომ აგრესორი არის რუსეთი, მაგრამ დამნაშავე მაინც არის სააკაშვილი. დამნაშავე რომ ვარ მე, ეს იყო რუსეთის მთავარი მოტივაცია შემოჭრის, ჩვენი ხალხის დახოცვის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების.

 

 

თუ სალომე ზურაბიშვილს მართლა უნდა რამე მოინანიოს, პირველი, უნდა უარყოს საკუთარი განცხადება იმის შესახებ, რომ წითელუბანი დაბომბა საქართველოს ავიაციამ და არა რუსეთმა და ბოდიში მოუხადოს ქართულ ჯარს. მეორე, უნდა გაიხმოს თავისი მასალები ჰააგიდან, სადაც ის ადანაშაულებს ქართველ სამხედროებს. მესამე, უნდა თქვას უარი რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ თურმე დავბომბეთ ჩვენი საკუთარი ხალხი და ამიტომ უფლება აღარ გვაქვს თურმე ვისაუბროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და როდესაც ისინი საუბრობენ ჩემს დანაშაულზე, ჩემი ერთადერთი დანაშაული არის, რომ რუსეთს არ გავუწექი, საქართველო დავიცავი და დანაშაულია ასევე, რომ ეს მოღალატეები და მართლა დამნაშავეები მოვუშვი ხელისუფლებაში. მაგრამ არაუშავს, 28 ოქტომბერს ამას გამოვასწორებთ და თუ ზურაბიშვილს, მართლაც, გულში უყვარს თავის ქვეყანა, მაშინ იმ ზიანის გათვალისწინებით, რაც მან მიაყენა საქართველოს, თუნდაც საერთაშორისო არენაზე, მან უნდა დაუყოვნებლივ მოხსნას თავის კანდიდატურა და არ შეუშალოს ქართველ ხალხს ხელი გია ვაშაძის არჩევაში“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი