მამუკა ბახტაძე თეთრ სახლში ჯონ ბოლტონს შეხვდა
18-09-2018, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრით დაიწყო.

 

 

მამუკა ბახტაძეს ჯონ ბოლტონმა თეთრ სახლში უმასპინძლა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების კონკრეტულ ხედვებზე და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება.

 

 

„ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

 

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს, ასევე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

 

 

პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და დაძაბულობის დეესკალაციისკენ მიმართულ ძალისხმევაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

 

 

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებთან ეკონომიკური თანამშრომლობის დონის შესაბამისობის აუცილებლობაზე.

 

 

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი სრულად იქნება ათვისებული, რაც საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა, კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 

 

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი