პრემიერ მინისტრი აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერ ჯონ კორნინს შეხვდა
18-09-2018, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერს, სენატორ ჯონ კორნინს შეხვდა.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა სენატორ კორნინს მადლობა გადაუხადა აშშ-ის 2019 წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოსადმი დახმარების 105-დან 125 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

 

 

ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, ქვეყნის რეგიონულ როლს და ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაციის მიმართულებით არსებულ პოტენციალს.

 

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნეს, რომ საქართველო არის აშშ-ის საიმედო დასაყრდენი რეგიონში.

 

 

სენატში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი