საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი ნუგზარ ციბაძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილiა, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შესაბამისი სახელმწიფო ნებართვის გაცემისა და სხვა კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე თანხმობის მიცემისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 800 ლარი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.