ხარაგაულში სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაცია ბავშვებს გამოიკვლევს. შვედი ექიმები მუნიციპალიტეტში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან და პრევენციის მიზნით, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს გამოიკვლევენ.
ასოციაციის(ხელმძღვანელი Kale spens) წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს შეხვდნენ და გამოკვლევების ჩასატარებლად კონკრეტული დეტალები განიხილეს.
სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმები ხარაგაულში გამოკვლევებს ხვალიდან დაიწყებენ. მანამდე კი, 20-21 სექტემბერს, ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების ექიმებს, ექთნებს, ასევე, უბნის ექიმებს სმენასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სემინარს ჩაუტარებენ.
ექიმები, თავისუფალ დროს, ჯანდაცვის ცენტრის შენობაში სხვა ბენეფიციარებსაც გამოიკვლევენ.
შვედი ექიმების ჯგუფი ხარაგაულში წელს მეორედ იმყოფება. გასულ წელს ასოციაციის წარმომადგენლებმა ხარაგაულში 850 ადამიანი გამოიკვლიეს და მათ შორის, 70 ბენეფიციარს 100 000 ლარის ღირებულების სმენის აპარატები უსასყიდლოდ გადასცეს.
სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ვიზიტის ინიციატორი ხარაგაულში პროგრამის კოორდინატორი მაია ბერაძე-ჯონსონია.
ვიზიტის მხარდამჭერია ხარაგულის მერია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.