საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა იწყება
18-09-2018, 12:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა იწყება. ევროპარლამენტის დელეგაციას ბრიტანელი ევროპარლამენტარი საჯად კარიმი ხელმძღვანელობს.

 

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდვას თქმით, კომიტეტი მუშაობას ხვალ დაასრულებს, რეზოლუციის მიღების შემდეგ კი,  კომიტეტის თანათავმჯდომარეების პრესკონფერენცია გაიმართება.

 

 

„ამ დღეებში ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის დამოკიდებულებაზე. ამ დამოკიდებულებას ყველაზე ნათლად სწორედ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობა ასახავს. კომიტეტი, როგორც მუდმივმოქმედი ორგანო, რეგულარულად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას და საკუთარ შეფასებებს განცხადებაში ასახავს, კომიტეტის განცხადებები კი, მუდმივად მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ძალისხმევას მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, გააუმჯობესოს ეკონომიკური მაჩვენებლები, გაზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობები ევროკავშირთან, გაზარდოს დასაქმების და უკეთესი ხარისხის განათლების მიღების პერსპექტივები ჩვენს ქვეყანაში.

 

 

კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას, მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას და მუდმივად უსმენს როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და ახალი ინიციატივების თაობაზე", აცხადებს თამარ ხულორდავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი