სოფიო ქაცარავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ
18-09-2018, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ, სადაც საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

 

 

დელეგაციას საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნეს და აუხსნეს თუ რა მძიმე პრობლემები შეექმნა მოსახლეობას რუსეთის ოკუპაციისა და მავთულხლართების გაბმის შედეგად.

 

 

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს აქვთ საშუალება პირადად გაეცნონ ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებას. ის რაც ხდება საქართველოში დაუშვენებელია. ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, ვერ იღებენ სათანადო განათლებასა და ჯანდაცვის მომსახურებას, მუდმივად ხდება ადამიანების გატაცება საოკუპაციო ხაზთან და მათ მიმართ ძალადობა. ეს უნდა დასრულდეს და სწორედ ამისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორები და მთლიანად მსოფლიო ხედავდეს თუ როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს. სწორედ ევროპის საპარლამენტო ასალმბლეა არის ერთ-ერთი ის სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მთელს ევროპას. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ასამბლეის ფარგლებში და ვგდამთ ქმედით ნაბიჯებს ყველა მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას. ჩვენი კოლეგების მხრიდან არის დიდი ინტერესი, რომ რეგიონში გაგრძელდეს სტაბილურობა და განვითარება. ამ პროცესში მათი ჩართულობა და როლი ძალიან მაღალია, რისთვისაც მსურს მათ მადლობა გადავუხადო“, განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი