საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე საქართველოს პრემიერ მინისტრის ამერიკაში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტებს ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის დანიშვნიდან მალევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ხორციელდება. შეერთებული შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ურთიერთობების გაღრმავება და კონკრეტულ თემატურ საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების მეტ გარანტიებს, ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობებს და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას ნიშნავს.
სწორედ ეს საკითხებია, რასაც პრემიერი ჩვენს პარტნიორებთან ისაუბრებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ აშშ-ის ასეთი ცალსახა და აქტიური მხარდაჭერა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებში გამოხატული მხარდაჭერა, არამედ საკანონმდებლო აქტებით გამყარებული, კონკრეტული ქმედებები, რომელიც ასე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის“, განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრა, რომ აშშ ადმინისტრაცია არ დაეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.