საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ლამბერტო ზანიერი მიიღო, რომელიც 15 სექტემბრიდან საქართველოში სამუშაო ვიზიტად იმყოფება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო, იმ პროექტებს, რომელსაც ეუთოს ეროვნული უმცირესობების ოფისი ახორციელებს საქართველოში, რათა ეროვნული უმცირესობები სრულად იყვნენ ინტეგრირებული საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში, რათა მათი უფლებები სრულად იყოს დაცული.
„მხარეების განხილვის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული აგრესიის შედეგები იყო, მათ შორის ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ჰუმანიტარული პრობლემები, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებსა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას. ხაზი გაესვა იმ საკითხებს, რომლებიც ადამიანების წამებასთან და გატაცებებთანაა დაკავშირებული.
აღინიშნა პროცესებში ეუთოს ჩართულობის აუცილებლობა და ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დარჩენილი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგს მიღმა", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.