პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოეხმაურა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, სხვადასხვა საკითხს შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
„ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის საკითხის შესახებ, რომელიც არაერთ ფორმატში გვაქვს დაყენებული შეერთებულ შტატებთან. ასევე ვფიქრობთ, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი სხა კუთხით გააღრმავოს ამერიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობა“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.