გიორგი მარგველაშვილს გერმანიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
18-09-2018, 18:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

 

ქვეყნის პირველმა პირმა ახლადდანიშნულ ელჩს საერთაშორისო ასპარეზზე გერმანიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი, ცოტა ხნის წინ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის მნიშვნელოვან ვიზიტსაც შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობის, მათ შორის, მომავალ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის განსაკუთრებული მნიშვნელობაც.

 

 

თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა დადებითად შეაფასა საქართველო-გერმანიის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.

 


საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი