პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების გაყალბების შესაძლო ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება და კანონის აღსრულება იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათ ცესკო-ში ფეიკ სია მიიტანეს. ეს ის პოლიტიკური გუნდია, რომელმაც პოლიტიკაში თავი ამ მეთოდებით დაიმკვიდრა და ამავე მეთოდებით ინარჩუნებდა ხელისუფლებას. ისინი წარსულში ჩარჩნენ, ვერ ეგუებიან დემოკრატიის მაღალ სტანდარტს და ახლაც გაყალბების, ძალადობის, არეულობის და ტყუილების გზით ცდილობენ პოლიტიკურ სცენაზე დარჩენას“, აცხადებს გოგიჩაიშვილი.
უმრავლესობის დეპუტატი უსუსურს უწოდებს იმ არგუმენტებს, რაც ოპოზიციურმა ძალამ ამ თემასთან დაკავშირებით წარმოადგინა.
„ისინი იმდენად თავხედები არიან, რომ საკუთარ მხარდამჭერთა სიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერაც კი გააყალბეს! ამაზე ჩვენ უკვე მოვისმინეთ მათი მხრიდან უსუსური თავის მართლება და რეალობის მოდელირების მორიგი მცდელობა, თუმცა დარწმუნებულები ვართ, შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდებიან და ყველა გარემოებას ნათელი მოეფინება. მათ აღარ გაუვათ ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული მეთოდები; ქართველმა ხალხმა მათ უკვე მიუჩინა კუთვნილი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე, სადაც დარჩებიან კიდეც სამუდამოდ!“, განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.