აკაკი ზოიძე: თუ ხელისუფლება ვერ აუხსნის საზოგადოებას, რას ნიშნავს რეალურად კანაფის კონტროლის შესახებ კანონი, კანონპროექტის განხილვა არ გაგრძელდება
18-09-2018, 22:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ვერ აუხსნის საზოგადოებას, რას ნიშნავს რეალურად კანაფის კონტროლის შესახებ კანონი, კანონპროექტის განხილვა არ გაგრძელდება“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ TV პირველის გადაცემა  „რეაქციაში“  გააკეთა.

 

 

მისი თქმით, საქართველოში არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემები. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ეკლესია გამოხატავს ჩვენი საზოგადოების მრწამსს, მიზნებს და ხშირ შემთხვევაში ზემოქმედებს განწყობებზე.

 

 

„წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით იმავე უფსკრულში, რომელიც 90-იან წლებში ვიყავით. შემწყნარებლობა საჭიროა ერთმანეთის მიმართ. უხერხულია მე რომ ვამბობ ამ სიტყვებს, როცა თქვენთან სასულიერო პირები იყვნენ სტუმრად და მათ არ უთქვამთ ეს სიტყვები, ასევე უხერხულია იარლიყების მოკერება, როგორიცაა მოღალატე, რაც შთამომავლობაზე გადავა.

 

 

ჩვენ თუ საზოგადოებას დავუპირისპირდით ეს ხელისუფლება ხელისუფლება აღარ იქნება. სხვის სიკვდილზე, ცრემლებზე, უბედურებაზე გაკეთებული ფული არც ბიუჯეტს გამოადგება და არც ხალხს, ეს არის ცოდვა, მორალი და ყველანაირი კრიტერიუმით მიუღებელი“, განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას აუხსნან, რომ ზიანი, რაც კანაფს მოაქვს ხელისუფლებას სურს სარგებლად გადააქციოს.

 

 

„მას შემდეგ, რაც კითხვებსა და რისკებს ამოვწურავთ, მაშინ შეიძლება გაგრძელდეს კანონპროექტის განხილვა. დეკრიმინალიზაციის კანონი იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ ფული არ არის სერვისებისთვის და კანაფის ექსპორტი ამის კარგი რესურსია“, ამბობს აკაკი ზოიძე.

 

 

მისი თქმით, 4 დღეა საზოგადოებას კანონპროექტის აზრს უხსნიან და თუ ეს მესიჯი ვერ მიდის მოსახლეობასთან, კანონი უდღეურია.

 

 

„ეკლესიას და ჩვენ შეგვიძლია საზოგადოების აზრი გავზომოთ. თუ დავინახეთ, რომ საზოგადოებრივი აზრი არ არის წინააღმდეგი სამედიცინო მიზნით ექსპორტზე, მაშინ შეიძლება გავაგრძელოთ პლენარული და საკომიტეტო საკითხები, თუ ვერ შევძელით ეს დამთავრდება“, განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი