ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი ხელმძღვანელობს.
შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და ირმა ქავთარაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი დაესწრნენ.
„ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩვენ ენერგეტიკული სექტორის რეფორმაში გვეხმარება. რეფორმა ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს ინიციატივებს, როგორიცაა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება, ენერგოეფექტურობის დანერგვა მშენებლობასა და სხვა სექტორებში და სხვ", განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ იანეშ კოპაჩთან შეხვედრის შემდეგ.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დავაჩქარებთ რეფორმის დანერგვას, რაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოს ენერგოსექტორის ეფექტურობის ამაღლებას", განაცხადა გიორგი ქობულიამ.
„ჩვენ განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების ყველა დეტალი. როგორც ჩანს, მინისტრი ძალზედ დაინტერესებული ამ საკითხებით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს. მინისტრი იმ დეტალებით დაინტერესდა, რაც შესაბამისი კანონის მიღებისა და დანერგვის აუცილებელი წინაპირობებია. ზოგადად, ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩვენ ასევე შევათანხმეთ სამომავლო შეხვედრები იმ დეტალებზე სასაუბროდ, რომლებიც დამატებით განხილვას საჭიროებს“, განაცხადა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა, იანეშ კოპაჩმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.