ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გუბერნატორმა და გამგებელმა დაათვალიერეს
26-06-2015, 03:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლევან ცაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


გუბერნატორმა და გამგებელმა  ძველი-ჭობარეთისა და ორგორა-საყუდაბლის გზის სამშენებლო სამუშაოები, დაბა ასპინძაში შიდა ქუჩების, სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოები მოინახულეს. მათ აგრეთვე დაათვალიერეს N 2 საბავშვო ბაღში მიმდინარე სამშენენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სოფელ ხიზაბავრაში მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები.


ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, მონიტორინგი კი მიზნად ისახავს სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.


როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე აღნიშნავს, ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე არის მცირე შეფერხებები, მაგრამ  გამგებლის თქმით, ეს დაძლევადი პრობლემაა და დაწყებული პროექტები ტენდერით გამოცხადებულ ვადებში დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი