ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ორი მსხვილი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. როგორც GUARDIAN.GE-ს ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა (ფოტოზე ხელმარჯვნივ - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან, ბესიკ ამირანაშვილთან შეხევდრაზე) განუცხადა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, დაწყებულია ბარალეთი-კოჭიო-ბეჟანოს და ბარალეთი-იხტილას საგზაო მონაკვეთების ასფალტის საფარით მოწყობა.
„ორივე მიმართულებით, დაახლოებით, 3-3-კილომეტრიანი მონაკვეთების ასფალტირება მოხდება. პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ბარალეთი-კოჭიო-ბეჟანო და ბარალეთი-იხტილას საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ჯამში, ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება და მას ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს.
გარდა ამისა, თავად ქალაქ ახალქალაქში ჰავასის ქუჩაზე ხორციელდება სამუშაოები - ჯერ საკანალიზაციო მილების შეცვლა და შემდეგ უკვე გაგრძელდება ასფალტირებით. დასრულდება წელს. ახალქალაქში ჩვენ უკვე დავასრულეთ რამდენიმე პატარა ქუჩის აღდგენა.
განხორციელების პროცესშია პროექტი, რომელიც ახალქალაქში სასაფლაომდე მისასვლელი გზის აღდგენას ითვალისწინებს. პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი 400 000 ლარით აფინანსებს.
გვაქვს მცირე პროექტები ასევე, რომლებიც სხვადასხვა სოფელში წყლის სათავე ნაგებობის მოწყობას, წყლის სისტემების აღდგენას ითვალისწინებს“, განუცხადა GUARDIAN.GE-ს იურიკ უნანიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.