ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის აღდგენას უკვე მესამეა დღეა ითხოვენ აღნიშნულ სფეროში დასაქმებულები და იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსთა მინისტრისთვის მიცემული ულტიმატუმი, რომლის ვადაც დღის ბოლოს იწურება, არ შესრულდება, ხვალიდან, 20 სექტემბრიდან, საქართველოს ყველა შემოსასვლელი საბაჟო-გამშვები პუნქტი მათი სატვირთო ავტომანქანებით გადაიკეტება.
„ჩვენ დაწყებულ ბიზნესზე გვამუშაონ, მეტს არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენი გაჩერებით, ძვირდება ხორბალი, მთელი საქართველო ადგება ფეხზე, დავკეტავთ ყველა მხრიდან შემომავალ გზებს და გავაკეთებთ ასე პიკეტირებას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ხვალ დილიდან გამოვდივართ მანქანებით, დატვირთული მანქანები გვყავს და დავცლით იმას და ყველა კუთხეს გადავკეტავთ, საქართველოში შემომავალ ყველა ‘ტამოჟნიებს’, ავიყოლიებთ მთელ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას“, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ზურაბ გვიანიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის ახალი განკარგულების გამო, რომელიც ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვას კრძალავს, შემოსავლის გარეშე დარჩენა 10 ათას ადამიანს ემუქრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.