სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს რიტორიკას უწუნებს და აცხადებს, რომ „ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე“
19-09-2018, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების" მხარდაჭერა აქვს, მიიჩნევს, რომ ეკლესია და სასულიერო პირები „ამ დონეზე" პოლიტიკურ ცხოვრებაში არ უნდა ერეოდნენ.

 

 

ზურაბიშვილი, რომლის საწინააღმდეგო მოწოდება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, არაერთმა სასულიერო პირმა გააკეთა, ამბობს, რომ არც ბრალდებები და არც მხარდაჭერა „ეკლესიის ამ დონის ფიგურების" საქმე არ არის.

 

 

„არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას იღებდეს საარჩევნო კამპანიაში და სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი და როგორც პასუხისმგებელი სახელმწიფოსა და ეკლესიასა შორის კონკორდატის შესრულებაზე, მექნება ძალიან დიდი პროტესტი იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. პირდაპირი ბრალდებებით ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ არც ერთი მხრივ და მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვით", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის" ეთერში.

 

 

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სალომე ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალი, ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრე ცაავამ კი, „დაფრანგული ქალბატონი დაფრანგული აზროვნებით" უწოდეს.

 

კომენტარები: 3
#3   Lucile
      
References:


Legiano Casino Spielautomaten https://slowdating.ca/@minnawhitlock5
29 ივნისი 2026 17:47
#2   Hilton
      
References:


Legiano Casino Jackpot https://revenu.live/@lakeishasumner?page=about
27 ივნისი 2026 09:11
#1   Jonnie
      
References:


Craps system https://www.panjabi.in
26 ივნისი 2026 10:48
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი