ზაზა გაბუნია: პრემიერ მამუკა ბახტაძეს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს
19-09-2018, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს, აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია.

 


„ჩვენ ვხდავთ, რომ პრემიერ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს კონგრესში. ასევე არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

 


პრემიერ ბახტაძეს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს.

 


შეხვედრა შედგა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონთან. მნიშვნელოვანია მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის სამაგალითო და საქართველო ხდება დასაყრდენი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის რეგიონში და რეგიონს მიღმა. აღსანიშნავია, რომ ჯონ ბოლტონის მხრიდან ასევე დადასტურდა მხარდაჭერა ეკონომიკურ განზომილებაში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

 


პრემიერი შეხვდა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერს სენატორ ჯონ კორნინს, სენატის საგარეო ურთიერთობების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ლინდსი გრემს, სენატორებს ბობ კორკერს და ბობ მენენდეზს, USAID-ის მმართველ მარკ გრინზ, OPIC-ის აღმასრულებელ დირექტორს რეი უოშბერნს, Porter Novelli-ის პრეზიდენტს ჯენიფერ სვინტს, American Enterprise Institute-ის ხელმძღვანელობას და მოწვეულ საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს, IFES-ის (International Foundation for Electoral Systems) პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს უილიამ სუინისს და დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან.

 


ეს ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო, ღრმა, ძალიან პერსპექტიულ თანამშრომლობას“, აცხადებს გაბუნია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი