ექსპორტის ზრდის ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება ევროკავშირის ხაზით გარკვეული პოზიტიური შედეგის დემონსტრატორია, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლის შეფასებისას.
მისი თქმით, საქართველოს პრიორიტეტი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ევროპაზე გადის და აქედან გამომდინარე, ევროპასთან ვაჭრობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან აქ მარტო რაოდენობრივი ფაქტორი არ მონაწილეობს, აქ ხარისხობრივი ფაქტორიც არის და ეს გვიჩვენებს რამდენად კონკურენტუნარიანია ჩვენი წარმოება და ჩვენი პოტენციალი საგარეო ვაჭრობისა მსოფლიო ბაზარზე.
„მართალია, ყველა ციფრი ციფრია, მაგრამ ევროკავშირთან გატანილი პროდუქციის რაოდენობრივი გამოსახულება იმაზე მეტია, ვიდრე უბრალო სტატისტიკური მონაცემები. ამიტომ ეს მხოლოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს და ვფიქრობ, კიდევ გვაქვს პოტენციალი, რომ ეს მაჩვენებლები გავზარდოთ“, განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ექსპერტის თქმით, ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო პროდუქციის დივერსიფიკაციამაც.
„ასევე პოზიტიურად უნდა შეფასდეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც გარკვეული ხელშემწყობია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გარდა ამისა, ჩვენს პოტენციალს აძლიერებს საგადასახადო შეღავათებიც“, აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.