ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ოთხშაბათის ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე უძღვებოდა.
თათბირს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერის მოადგილემ დეტალურად მოისმინა ინფორმაცია იმ პროექტებისა და სამუშაოების შესახებ, რომელებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.
თათბირზე საუბარი შეეხო გარე-განათების მხრივ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ პრობლემებს, გაზიფიცირებას, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მავნებელი მწერის ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე შეწამვლით პროცესებს და კენკროვანი მცენარეების გაშენების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის საკითხებს.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.