სწორედ იმ ბიძინა ივანიშვილმა გაგისტუმრათ თქვენ პოლიტიკურ მოუსავლეთში, ქართველ ხალხთან ერთად, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებებს, რომელიც ყოფილ პრემიერს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.
კილაძის თქმით, მთელი საზოგადოება ხედავს, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურად ქვეყნისთვის და მასზე ნეგატიური განცხადებებით მხოლოდ ოპოზიცია ზიანდება.
„ვერანაირად ვერ მოეშვით ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენებას. ეს თქვენვე გაზიანებთ, რადგან მთელი საზოგადოება ხედავს ეს ადამიანი რას აკეთებს ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენვე ზიანდებით ამ ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებებით", განაცხადა სოფიო კილაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტის სხდომაზე განცხადებების გაკეთებისას ხელისუფლება ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულეს და კორუფციის მთავარ შემოქმედად ყოფილი პრემიერ მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თამჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასახელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.